გიზის პირამიდაში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიზის დიდ პირამიდაში, რომელიც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთი, დღემდე შემორჩენილი ნაგებობაა, სწავლულებმა საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს. ამ პროექტზე სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფი შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. მათ მიერ გამოვლენილი დერეფანი სიგრძით 9 მეტრია, სიგანე კი 2 მეტრს აღწევს. პირამიდაში მიგნებულ ამ გასასვლელს სამკუთხა ჭერი აქვს და ის ამ უზარმაზარი ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მკვლევარებმა პირამიდის შიდა სტრუქტურის შესასწავლად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ფარული ღრუ ადგილები გათხრების გარეშე გამოვლინდეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალაღმოჩენილი გვირაბი, შესაძლოა, ფარაონ ხეოფსის სამარხს იცავდეს.