მწეველთა ოჯახს ბავშვი ჩამოართვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის საგრაფო ჰამბერსაიდში, ორი წლის ბიჭი გააშვილეს იმის გამო, რომ სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ სახლში ცხოვრობდა. ბავშვის ჩამორთმევის მთავარი საფუძველი ხელისუფლების შეშფოთება გახდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რომელმაც ჩვენება მისცა ქალაქის სასამართლოში, შენობა იმდენად იყო გაკვამლული, რომ სუნთქვა ჭირდა. გარდა ამისა, სახლში ისეთი სიბინძურე იყო, რომ დიდი ხანია, სანიტარულ ნორმებზე იქ არავის უზრუნია. სოციალურმა მუშაკებმა სხვა პრეტენზიებიც გამოთქვეს იმ პირობებზე, სადაც ბიჭი იმყოფებოდა. სასამართლოზე ისიც აღინიშნა, რომ ორი წლის ბავშვს უკვე ინჰალატორის გამოყენება სჭირდება, რადგან სუნთქვის პრობლემები აქვს.