ლუდი და მეხსიერება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი დავუჯერებთ ინგლისელებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს სხვადასხვა სახის ლუდზე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მეხსიერების დაკარგვისა და გონებასუსტობის მიზეზი ეს ქარვისფერი სასმელია. მკვლევარების ცდებში 5 000 მამაკაცი და 2 000 სუსტი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 65 წლამდე იყო. შედეგად, ბრიტანელმა სწავლულებმა დაასკვნეს, რომ ლუდთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა მხოლოდ მეხსიერების დარღვევაზე, არამედ, მთლიანად ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებაზე და რაც ყველაზე ცუდია - ტვინის ქსოვილებში წარმოშობილ ნეგატიურ პროცესებზე. ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ამ ქარვისფერი სითხის მიღების დღიური დოზა სულ 35 გრამი უნდა იყოს. თუ ამ ნიშნულს გადავაჭარბებთ, თავის ტვინის ქერქში დამანგრეველი პროცესები დაიწყება. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ლუდის მოყვარულებს 6 წლით ადრე ეწყებათ იმათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ სასმელს.