კლუნი ტეკილას წარმოებას იწყებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული გამოცემა Rolling Stone-ის ცნობით, პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ჯორჯ კლუნი ტეკილას წარმოებითაა დაინტერესებული. ამ წამოწყებაში ჯორჯს მისი მეგობარი, ცნობილი მოდელის სინდი კროუფორდის მეუღლე, რენდი ჰერბერი დაეხმარება. მეგობრები ამ ალკოჰოლური სასმელის ახალი სახეობის გამოშვებას აპირებენ. კლუნს მისი სახელწოდება უკვე შერჩეულიც ჰქონია - ახალ ტეკილას Casamigo-ს დაარქმევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კლუნი და ჰერბერი „ყველაზე გემრიელ და რბილ“ ტეკილას მცირე რაოდენობით ასხამენ. ახლა კი გადაწყვიტეს, წარმოება გააფართოვონ და მსოფლიო ბაზარზეც გავიდნენ. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ, ტეკილას წარმოებით პოპულარული მუსიკოსი კარლოს სანტანაც დაინტერესდა - მან კომპანია Casa Noble Tequila-ს აქციებიც შეიძინა.