დე-ვიტამინი დემენციის რისკს ამცირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპელმა და კანადელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დე-ვიტამინის რეგულარული მიღება, დაახლოებით, 40%-ით ამცირებს დემენციის განვითარების ალბათობას 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 55 მილიონ ადამიანს აწუხებს დემენცია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ალცჰაიმერის დაავადება, რაც შემთხვევების 60-70%-ში გამოვლინდა. ცნობილია, რომ ეს ნევროლოგიური დაავადება იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილს, რის შემდეგაც ადამიანს მუდმივად უქვეითდება აზროვნება, ქცევითი და სოციალური უნარები. მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რა გავლენას ახდენს დემენციის განვითარების სიხშირესა და ალბათობაზე დე-ვიტამინის მიღება. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ის ნამდვილად ამცირებს დემენციის განვითარების რისკებს.