მურაკამი ახალ რომანს უშვებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი ჰარუკი მურაკამი, ექვსი წლის შემდეგ, ახალ რომანს უშვებს. წიგნი, სახელწოდებით - „ქალაქი და მისი არასაიმედო კედლები“, ამომავალი მზის ქვეყანაში, უკვე აპრილის შუა რიცხვებიდან იქნება გაყიდვაში. რომანის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ცნობილია, რომ წიგნის მოცულობა 1200 გვერდია. წიგნის ბეჭდვური და ელექტრონული ვერსია ერთდროულად ჩაეშვება გაყიდვაში. „კომანდორის მკვლელეობის“ შემდეგ, რომელიც 2017 წელს გამოიცა, ეს მურაკამის პირველი ნაწარმოებია. მწერლის რომანები, ესსეები, მოთხრობები ბესტსელერებია, როგორც იაპონიაში, ასევე, მთელ მსოფლიოში და 50 ენაზეა ნათარგმნი. მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურის მკითხველისა და კრიტიკოსების მხრიდან აღიარებამ, მუარაკამის არაერთი ჯილდო მოუტანა სამშობლოსა და მსოფლიოში.