115 ახალი სტატია

განწყობას სუპერ-აბი აგიმაღლებთ

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომლები სუპერ-აბის კლინიკურ ცდებს ატარებენ, რომელსაც ადამიანის განწყობის გამოკეთება შეუძლია. აბის შემადგენლობაში შედის ხუთი ბუნებრივი დანამატი. ეს პრეპარატი მათ დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომლებსაც ანტიდეპრესანტები არ შველით. ის სხვადასხვა ნაერთს შეიცავს, ასევე, თუთიასა და ფოლიუმის მჟავას. მთლიანობაში, აბი ანტიდეპრესანტი არაა და ის ურეცეპტოდაც გაიყიდება.
ტრადიციული დამაწყნარებლებისგან განსხვავებით, ეს ახალი საშუალება არ არის მიმართული გარკვეული მექანიზმისკენ. პრეპარატი ზემოქმედებს მთელ რიგ ნეირობიოლოგიურ პროცესებზე. მაგალითად, თუთია და ომეგა-3 ანთებას ხსნის. არის ვერსია, რომ დეპრესიას ანთება იწვევს და ავსტრალიელი სწავლულები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სუპერ-აბი, ანტიდეპრესანტებზე გაცილებით ეფექტური იქნება.