115 ახალი სტატია

მარილიანი საკვები სტრესს მოგიხსნით

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნატრიუმი, რომელსაც მარილიანი საკვები შეიცავს, შფოთვასთან დაკავშირებულ ჰორმონ ანგიოტეზინს ახშობს. ამერიკელი სწავლულები ცინცინატის უნივერსიტეტიდან, საკუთარი კვლევების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ მარილიანი კერძები ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება.
მათი თქმით, ასეთ საკვებში ნატრიუმი ახშობს ანგიოტეზინს და ხელს უწყობს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელიც ორგანმიზმზე დამამშვიდებლად მოქმედებს, მთლიანობაში კი, ადამიანის მდგომარეობა ჰარმონიული ხდება. მართალია, კვლევა ლაბორატორიულ თაგვებზე მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლულების მტკიცებით, ეს პროცესები ადამიანშიც ანალოგიურად მიმდინარეობს.