115 ახალი სტატია

ბავშვი პულსის გარეშე დაიბადა

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელი ექიმები, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პატარა, კოვიდინფიცირებულ პაციენტზე საუბრობენ.

ეს ბიჭუნა არჩია, ლანკაშირის საგრაფოდან. ის ნაადრევად, 15 კვირით ადრე გაჩნდა და სულ რაღაც 765 გრამს იწონიდა. პატარას პულსი არ ესინჯებოდა და მედიკოსებს მთელი 40 წუთი დასჭირდათ გულის ასამუშავებლად. როცა არჩის ხუთი კვირა შეუსრულდა, მას ნაწლავის ჩხირი აღმოუჩინეს. ინფექციამ სეფსისი გამოიწვია, ბოლოს კი ახალშობილს კორონამაც შეუტია. თუმცა, ყველას გასაოცრად და საბედნიეროდ, ბავშვის ორგანიზმი ყველა დაავადებას გაუმკლავდა. პატარა ახლა კარგად არის, თუმცა, ერთი თვით, კვლავ კლინიკაში, ექიმების კონტროლქვეშ დარჩენა მოუწევს.