ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ მანდარინი მუცლის ცხიმს წვავს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მანდარინი მუცლის ცხიმს წვავს. მკვლევარების განცხადებით, სულაც არაა საფუძველს მოკლებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მანდარინი ყველაზე მეტად პოპულარული ზამთრის ხილია. აღმოჩნდა, რომ ამ ნაყოფს უამრავი ღირსება აქვს და ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ, შეუცვლელიცაა თავისი თვისებებით. სპეციალისტების მტკიცებით, მანდარინი განსაკუთრებულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვიძლის ქონის შემცირებას უწყობს ხელს. ეს ხილი ისე მოქმედებს, რომ მუცლის არეში არსებული ცხიმი მცირდება.
სპეციალისტების ასეთი განცხდებები მხოლოდ ვარაუდები არაა, მათ სერიოზული ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც ორ თვეს გრელდებოდა. მასში ჭარბი წონის მქონე, 30 მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევა სამხრეთ კორეაში ჩატარდა. ბავშვები ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს მანდარინის წვენს აძლევდნენ და ფიზიკურადაც ავარჯიშებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი იგივე აქტივობებს ასრულებდა, მაგრამ მანდარინის გარეშე. ექსპერიმენტის დასრულებისას საინტერესო შედეგები გამოიკვეთა _ პირველი ჯგუფის მოსწავლეებმა ზედმეტი წონა მოიშორეს.
კორეელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ მანდარინში არსებულ პოლიმეტოქსილირებულ ფლავონებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ისინი ლიპოპროტეინების დაშლას უწყობენ ხელს და ამით ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის მარაგისგან ათავისუფლებენ. ასე რომ, გახდომის მსურველებმა, ეს გემრიელი ციტრუსი თამამად ჩართეთ რაციონში.