ამერიკელმა სწავლულებმა კაროლინას უნივერსიტეტიდან, მასშტაბური კვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება გაიხანგრძლივოს ადამიანმა სიცოცხლე. სპეციალისტებმა გააანალიზეს დანიის, ფინეთისა და შვედეთის მოქალქეების სიცოცხლის ხანგრძლივობა. 20-წლიანი დაკვირვების პერიოდში, ყველანაირი დაავადებებისგან სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იყო ალკოჰოლის მოყვარულთა ჯგუფში. აღმოჩნდა, რომ სასმელის მოყვარულებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 28 წლით მცირდებოდა. მედიკოსები გვაფრთხილებენ _ ალკოჰოლი ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის, გულისა და ღვიძლის მუშაობაზე. სპირტიანი სასმელების რეგულარული მიღება კი ზრდის სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარების რისკს. ალკოჰოლიზმი ჭკუასუსტობის, იმპოტენციისა და უნაყოფობის მიზეზადაც ითვლება.
მავნე ჩვევაზე უარი სიცოცხლეს 28 წლით ახანგრძლივებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი