ტვინის სიჯანსაღისთვის ჭარხალი მიირთვით

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სწავლულებმა ექსეტერის უნივერსიტეტიდან, ჯანმრთელობის სასარგებლო კიდევ ერთი პროდუქტი გამოიკვლიეს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი რეგულარულად მიირთმევს ჭარხალს, აქტიურდება პირის ღრუს ბაქტერიების მოქმედება, რაც დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვებისა და ტვინის სიჯანსაღეზე. ეს კი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელად დაბერებას. ჭარხალი მდიდარია უჯრედისით, რაც იწვევს შაქრის მალევე შეწოვას. ასევე, ეს პროდუქტი ფოლიუმის მჟავის, ცე-ვიტამინის, კალიუმისა და ფოსფორის წყაროა, შეიცავს ბე-ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, რკინასა და იოდს. ჭარხალი მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც, მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს. უჯრედისის დიდი შემცველობის გამო კი, ჭარხალი უებარი წამალია შეკრულობის დროს.