პომიდორი ჯანმრთელობას ვნებს?

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი კარდიოლოგი სტივენ ჰანდრის განცხადებით, პომიდორმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ამის შესახებ, მან საკუთარ წიგნში - „მცენარეთა პარადოქსი“ დაწერა. სპეციალისტის თქმით, ეს ბაღჩეული კულტურა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. ლაპარაკია ლექტინებზე - ცილების სახესხვაობაზე, რომლებსაც მცენარე მავნებლებისგან თავის დასაცავად გამოიმუშავებს. კარდიოლოგის თქმით, როცა ისინი ორგანიზმში ხვდებიან, ანთებით პროცესებსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარებას იწვევენ. ჰანდრი აცხადებს, რომ ცილის ეს სახესხვაობა არა მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ, ჯანმრთელ უჯრედებსაც. სწორედ პომიდორს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანში ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თმის ცვენა, კანზე გამონაყარი, ასევე, შესაძლოა, ნაგატიური გავლენა მოახდინოს ტვინის მუშაობაზე