„ომეგა-3“ ბავშვის ინტელექტს არ აუმჯობესებს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ორსულებს ურჩევენ, ნაყოფის ტვინის განვითარების გასაუმჯობესებლად, „ომეგა-3“ ცხიმმჟავები მიიღონ, ბოლო გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ასეთი დანამატები სულაც არ აუმჯობესებენ ბავშვების კოგნიტიურ თუ ლოგიკურ უნარებს. გამოკვლევის შედეგები ერთ-ერთი გამოცემის სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდა, რომელიც პატარების ჯანმრთელობას მიეძღვნა. ავსტრალიელმა სწავლულებმა ხანგრძლივი კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც, ყოველდღიურად, ორსულები 800 მგ პლაცებოს ან „ომეგა-3“-ს იღებდნენ.

პირველადი კვლევებისას გაირკვა, რომ 18 თვემდე ბავშვების კოგნიტიური, ენობრივი და მოტორიკის უნარები საერთოდ არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შემდეგი კვლევისთვის, 4 წლის ასაკის პატარები აირჩიეს, როცა განვითარების ნაკლებშესამჩნევი ეფექტებიც ვლინდება. აღმოჩნდა, რომ კოგნიტიური უნარების, ინფორმაციის რთული ფსიქოლოგიური დამუშავების უნარის, ენობრივი, მეხსიერების, ლოგიკის უნარების შემოწმებისას, არსებითი განსხვავება არ გამოვლინდა პლაცებოსა და „ომეგა-3“-ის მიმღებ ჯგუფებს შორის. ამგვარად, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „ომეგა-3“-ის დანამატების მიღება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე გავლენას არ ახდენს.