წონაში მოკლება გსურთ? - შეიყვარეთ!

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

18 წლის ბრიტანელი გოგონა, იზაბელ მორი ბავშვობიდან ჭარბწონიანი იყო იყო. ის საკუთარ სხეულს ვერ იტანდა, რადგან ბიჭმა, რომელიც უყვარდა, მას სიმსუქნის გამო დასცინა. გასულ წელს, კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ყოფნისას, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად დაიკლებდა წონაში და რადიკალურად შეცვალა საკუთარი რაციონი. ჯანსაღად იკვებებოდა და კვირაში ორ დღეს შიმშილობდა (დღიური კალორიების მხოლოდ 25%-ს იღებდა). ნახევარი წლის შემდეგ, იზაბელი, რომელიც მანამდე, მუდმივად მუცლის დაფარვას ცდილობდა, სრულიად შეიცვალა. ახლა ოთხი ზომით ნაკლებ ტანსაცმელს ატარებს და ბიკინსაც თავისუფლად იცვამს.