60 ახალი სტატია

პროდუქტები, რომლებიც ნერვებს დაგიწყნარებთ

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნერვული სისტემის პრობლემები მთელ ორგანიზმს ვნებს. ყველასთვის ცნობილია გამოთქმა: „ყველა დაავადება ნერვების ბრალია“. ნერვული აშლილობა, დეპრესია, ნევროზი მთელ ორგანიზმს ასუსტებს, რაც უამრავ დაავადებას „უხსნის კარს“. მედიკოსებმა ნერვების გასამტკიცებელი ხუთი ძირითადი პროდუქტი დაასახელეს.

  1. პროდუქტები, რომლებიც ნერვებისთვის შეუცვლელ ვიტამინ „ბე-1“-ს შეიცავენ - წიწიბურასა და შვრიის ფაფები, ღორის ხორცი, ჭვავის პური.
  2. ხშირად, ნერვულ სისტემას გონებრივი სამუშაოთი გადავტვირთავთ ხოლმე, რომლის დროსაც, აუცილებელია ვიტამინი „ბე-2“. ამ დროს დახმარების ხელს „გამოგვიწვდიან“ პარკოსნები, ისპანახი, ლუდის საფუარი, გარგარი, კვერცხი. ამ პროდუქტების გარშე, უარესდება განწყობა, იწყება თავის ტკივილი და სისუტე.
  3. თანამედროვე ცხოვრება სტრესის წყაროა. ემოციური დატვირთვისას, ირღვევა ტვინის ინტელექტუალური მუშაობა, ზიანდება მეხსიერება, თავს იჩენს ხასიათის მკვეთრი ცვლილებები. ამის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ვიტამინ „ბე-12“-ით გაჯერებული პროდუქტები: ზღვის პროდუქტები, გულ-ღვიძლი, კვერცხის ცილა. თუ ამ პროდუქტებს არ მიირთმევთ ან არ გიყვართ, გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს ალცჰაიმერის სინდრომით დაავადების რისკს უზრდით.
  4. რძე და რძის პროდუქტები, მათ შორის, რძემჟავა პროდუქტებიც. ეს იმიტომ, რომ კალციუმის გარეშე, მაგარი ნერვები ვერ გექნებათ. ამ მინერალის უკმარისობა მუდმივ შფოთიანობასა და გაღიზიანებას იწვევს.
  5. ტვინის მუშაობისა და ჰორმონალური ბალანსისთვის აუცილებელია იოდი. ზღვის ყველა პროდუქტი, მათ შორის, ზღვის კომბოსტო და ზღვის ნებისმიერი თევზი იოდის წყაროა. მაგალითად, თუ ზღვის კომბოსტო არ გიყვართ, პრობლემა არ არის, იყიდეთ ის გამომშრალი სახით, დაფქვით და საჭმელში სანელებლის სახით დაამატეთ.