პომიდორი ჯანმრთელობას ვნებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი კარდიოლოგი, სტივენ ჰანდრი საკუთარ წიგნში - „მცენარეთა პარადოქსი“ აცხადებს, რომ პომიდორმა, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას იმის მიუხედავად, რომ ის დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. სპეციალისტის თქმით, ეს ბაღჩეული კულტურა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. საუბარია ლექტინებზე - ცილების სახესხვაობაზე, რომელსაც მცენარე მავნებლებისგან თავის დასაცავად გამოიმუშავებს. კარდიოლოგის თქმით, როცა ის ორგანიზმში ხვდება, ანთებით პროცესებსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარებას იწვევს. ჰანდრი აცხადებს, რომ ცილის ეს სახესხვაობა არა მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ, ჯანმრთელ უჯრედებსაც. სწორედ პომიდორს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანში ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თმის ცვენა, კანზე გამონაყარი, და შესაძლოა, ნაგატიური გავლენა მოახდინოს ტვინის მუშაობაზეც კი.