კბილებს დაბჟენის გარეშე უმკურნალებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კბილების დაბჟენა და მისი თანმდევი ბურღი ადამიანების უმრავლესობისთვის ნამდვილი კოშმარია. კარიესის ჰუმანური მკურნალობის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი ნატურალური ემალის აღდგენაა. ასეთი ექსპერიმენტები არაერთხელ ჩატარდა, თუმცა დღემდე პრობლემად რჩებოდა ემალის კრისტალების განსაკუთრებული სტრუქტურა. ამ საკითხის გადასაჭრელად, ჩინელმა სპეციალისტებმა კალციუმის ფოსფატის კლასტერები გამოიყენეს 1.5 ნანომეტრის ზომით. ექსპერიმენტისას, 48 საათში მიიღეს ემალის ფენა საჭირო სტრუქტურით. ის ისეთივე სიმტკიცისაა, როგორც ნატურალური. ჩინელი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათ მეთოდს მომავალში ფართოდ გამოიყენებენ სტომატოლოგიაში. მასალა შედარებით იაფია და დიდი რაოდენობით მისი წარმოებაც შესაძლებელი იქნება.