ფინელებმა ქვიშის ბატარეა აამუშავეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთში, მსოფლიოში პირველი ქვიშის ბატარეა აამუშავეს, რომელიც ენერგიას თვეების განმავლობაში შეინახავს. ბატარეა ფოლადის იზოლირებულ დიდ ავზს წარმოადგენს, რომლის სიმაღლე 7 მეტრია, დიამეტრი კი 4 მეტრს შეადგენს. ავზი სავსეა ძველი ქვიშით. ეს ქვიშა მის შუაში ჩამარხული მარტივი სითბოს გადამცვლელის საშუალებით ცხელდება. ამ მოწყობილობას შეუძლია შეინახოს 8 მგვტ/სთ ენერგია. როგორც კომპანია Pollar Night Energy-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მთავარია, ქვიშა მშრალი და აალებადი ნარჩენებისგან თავისუფალი იყოს. ყველაფერი იმდენად მარტივი და იაფია, რომ მისი მონტაჟის ღირებულება 10 ევროზე ნაკლები ჯდება. ქვიშის ეს ბატარეა ყველაზე კარგი და იაფი გამოსავალი იქნება ფინეთის ცივ ზამთარში შენობების გასათბობად.