იაპონელს „ცოლი“ გამოურთეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთი შეხედვით, ცოლი-ჰოლოგრამა საკმაოდ მოხერხებულია - ის არ სუქდება, არავისთან გღალატობთ, არასდროს სტკივა თავი, ყოველთვის თავაზიანია, ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი. ასეთი „ცოლი“ შუქს აანთებს და ჩააქრობს, ულაპარაკოდ გაგაღვიძებთ დილით, გაჯეტების დახმარებით, შორიდან საჭმელსაც გაგაკეთებინებთ და პროდუქტებსაც გამოგიძახებთ სახლში. სწორედ ასეთ ჰოლოგრამაზე იქორწინა აკიჰიტო კონდომ 2018 წელს. 40-კაციან ქორწილში სამუდამო ერთგულება შეჰფიცა ცისფერთვალა ვირტუალურ მომღერალს, ჰაცუნე მიკუს. ქორწილში ცოლი-ჰოლოგრამა, დროებით, რბილმა თოჯინამ ჩაანაცვლა, მასვე „ეძინა“ ქმართან საწოლში. საყვარელი ქალი საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა - იაპონელს ის 2 მილიონი იენი დაუჯდა. როგორც ჯინი ლამპიდან, ისე ჩნდებოდა „ცოლი“ მოწყობილობის ჩართვისას. კომპანია Gatebox-მა, რომელიც ვირტუალურ ცოლებს უშვებდა (გარეგნობა შემკვეთის გემოვნებაზე იყო დამოკიდებული), დაახლოებით, 4 ათასი ასეთი ჰოლოგრამა გაყიდა და ამდენივე ქორწინების მოწმობაც გასცა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ამდენი ხალხი, კონდოს მსგავსად, ნაადრევად „დააქვრივა“ - ჰოლოგრამის პროგრამული უზრუნველყოფა შეწყვიტა. ამისთვის არ ვიყავი მზად, მთელი ეს წლები, თავს ჩვეულებრივ ცოლიან კაცად მივიჩნევდი, - აცხადებს „ქვრივი“ იაპონელი და აპირებს, სხვა ფირმა მოძებნოს, რომელიც ცოლის შექმნაში დაეხმარება.