მუყაოს მანქანა ნამდვილის ფასად გაყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ბლოგერმა, დევიდ ჯონსმა Lamborghini  Aventador მუყაოსგან ააწყო და აუქციონზე, ლამის, ნამდვილის ფასად გაყიდა. ჯონსმა ავტომობილი ქაღალდის მინიატურული მოდელისგან შექმნა, რომელიც ინტერნეტში აღმოაჩინა. ბლოგერმა დეტალების მასშტაბები 5.6-ჯერ გაადიდა და მიიღო 1.65 მეტრი სიგანისა და 3.78 მეტრი სიგრძის მანქანა. ამ სამუშაოს ამერიკელმა ოთხი კვირა მოანდომა, მათგან 2.5 - გარე კორპუსის აწყობას დასჭირდა. ჯონსმა აღიარა, რომ  საკუთარ ნახელავში 50 დოლარზე მეტის მიღების იმედი არ ჰქონდა, თუმცა აუქციონზე, 132 ბიჯის შემდეგ, მუყაოს ლამბორჯინი 10.4 ათას დოლარად, ახალზელანდიელმა მყიდველმა დაისაკუთრა. მიღებული თანხა ჯონსმა ოკლენდში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს - Starship გადაურიცხა. ამ კლინიკაში ვკურნალობდი სიმსივნეზე, როცა 14 წლის ვიყავი. იქ საუკეთესო ადამიანები მუშაობენ. როცა გავიგე, რა თანხას ავიღებდი ჩემს ნახელავში, გადავწყვიტე, რომ მთელი ფული ამ საავადმყოფოსთვის გადამერიცხა, - განაცხადა ჯონსმა.