ღილაკიანი ტელეფონები ბრუნდება?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ღილაკიანი ტელეფონები კვლავ პოპულარული ხდება. 2021 წელს, დაახლოებით, ერთი მილიარდი ერთეული გაიყიდა. 2019 წელს კი - ეს „ძველი“ ტელეფონები 400-მა მილიონმა ადამიანმა იყიდა. გამოკითხვებით გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში, მობილური ტელეფინების ყოველი მეათე მომხმარებელი უპირატესობას ღილაკიან ტელეფონს ანიჭებს. ჩანს, მოდამ, ნოსტალგიამ და მათმა გამოჩენამ TikTok-ის ვიდეორგოლებში თავისი საქმე გააკეთა, - აღნიშნავენ ექსპერტები. მათი თქმით, ღილაკიანი ტელეფონების მიმართ ინტერესის დაბრუნებას ბიძგი მისცა 2017 წელს, ლეგენდარული Nokia 3310-ის ახალმა გამოშვებამ. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ სმარტფონზე უარის თქმა ადვილი არ არის - მისი წყალობით, უამრავ რამეს იმარტივებ. სამაგიეროდ, ძველ ტელეფონებს უკეთესი ბატარეა აქვთ.