მარადონას ბუცებს კოსმოსში გაგზავნიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეხბუთის ლეგენდის ხსოვნის უკვდავყოფა მარადონას სამშობლოში, არგენტინაში გადაწყვიტეს. ისინი კოსმოსში, დიეგოს ბუცებს გაატანენ თანამგზავრს, ასევე, უამრავ ვიდეო და აუდიოშეტყობინებას, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა ჩაწერეს მთელი მსოფლიოდან. აქციის ორგანიზატორების თქმით, სულ მილიონამდე ასეთი გზავნილის მოგროვებას აპირებენ. კოსმოსში თანამგზავრის მოძრაობას სპეციალისტები გეოლოკაციის სისტემის დახმარებით დააკვირდებიან. ჯერჯერობით, მარადონას ბუცებიანი თანამგზავრის გაშვების დრო უცნობია.