მამაკაცი 40 წელია სტუდენტობას ცდილობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში მცხოვრები, 55 წლის მამაკაცი, თითქმის 40 წელია, სიჩუანის უნივერსიტეტში მოხვედრას ცდილობს, რაც მისი ბავშვობის ოცნებაა. 26 მცდელობის მიუხედავად, მან ვერცერთხელ შეძლო გამსვლელი ქულების მოგროვება. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ლიან შიმ ჯერ კიდევ 1983 წელს სცადა. მას შემდეგ, ყოველ წელს აბარებდა გამოცდებს, ვიდრე ქვეყანაში ახალი კანონი არ ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტში ჩაბარება მხოლოდ 25 წლამდე ასაკის პირებს შეეძლოთ. 2001 წელს, ეს კანონი გაუქმდა და მამაკაცმა კვლავ გააგრძელა სტუდენტად გახდომის მცდელობები. მას თავიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა სურდა, თუმცა მერე მიხვდა, რომ ჰუმანიტარულზე ჩაბარება უფრო გაუადვილდებოდა. შარშანაც, ლიან შიმ 750-დან 403 ქულა მოაგროვა, გამსვლელი კი 521 ქულა. აღსანიშნავია, რომ გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფალ დროს, მამაკაცი ქალაქ ჩენდუში, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიას ხელმძღვანელობს.