ნახევარი კილო ბალი რაკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

500 გრამი ახალი მოსავლის ბალი იაპონიაში, იამაგატას პრეფექტურაში გამართულ აუქციონზე, ერთ მილიონ იენად (9.8 ათასი დოლარი) გაიყიდა. ყველაზე ძვირიან ლოტს სატონისიკის ჯიშის რამდენიმე ათეული ნარჩევი ნაყოფი შეადგენდა. ეს ყველაზე ადრეული ჯიშია. მის მაღალ ფასს, ძირითადად, ხილის მოყვანის ტექნოლოგია განსაზღვრავს. ბლის ხეები სპეციალურ ქოთნებში იზრდება. ივნისიდან ოქტომბრამდე, მათ მაცივარში ათავსებენ, მერე კი სათბურში გადააქვთ, სადაც დღისით 25 გრადუსი სითბოა, ღამით კი - 13 გრადუსი. იამაგატას პრეფექტურა ქვეყანაში ყველაზე გემრიელი ხილის მიმწოდებლად ითვლება.