კომპანია სუნიანი ყველის გამო დააჯარიმეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მწვანე კონტინენტზე“, ყველის მწარმოებელი ამ პროდუქტის უსიამოვნო სუნის გამო დააჯარიმეს. სუნი მისი საწარმოდან მეზობლად მდებარე ვენახებზე ვრცელდებოდა. სახელმწიფო გარემოსდაცვამ ყველი Yarra Valley Dairy-ის მწარმოებელს მოსთხოვა, გამავალი წყლის გაწმენდის ხარისხი გაეუმჯობესებონა, რათა მის მეზობლად მდებარე ტერიტორიებზე მეტად უსიამოვნო სუნი არ გავრცელებულიყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი მოთხოვნა საწარმომ არად ჩააგდო და გარშემო ყველას ისევ დისკომფორტს უქმნიდა. შედეგად, საწარმოს მფლობელს 9087 დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.