ყველაზე მავნე ფეხსაცმელი გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც სხვადახვა სახის ფეხსაცმლის გავლენას იკვლევდა ადამიანის ჯანმრთელობაზე, აცხადებს, რომ ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, ტერფის დეფორმაცია, ასევე, ფეხებისა და ზურგის პრობლემები გამოიწვიოს. მკვლევარები კატეგორიულად არ გვირჩევენ, ეგრეთ წოდებული, კედების, ბალეტკებისა და მოკასინების მუდმივად ტარებას. უამრავი ადამიანი ატარებს ყოველდღიურად კედებს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მოხერხებული ფეხსაცმელია. არადა, კედებში ტერფი არასწორად დგას, რაც მისი ფუნქციის დარღვევას იწვევს, - აცხადებენ სპეციალისტები, - სჯობს, დროდადრო, სხვა სახის ფეხსაცმლით ჩავანაცვლოთ.