დედოფლის თოჯინები 3 წამში გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ბარბის“ თოჯინების მწარმოებელი კომპანიის Mattel-ის მიერ ლიმიტირებული რაოდენობით გამოშვებული კოლექცია, რომელიც სპეციალურად, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მონარქობის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, უკვე სრულად გაყიდულია. როგორც „გარდიანი“ წერს, „ბარბის“ ეს სერია მთლიანად, 3 წამში გაიყიდა. თითო თოჯინის ღირებულება 95 გირვანქა სტერლინგი იყო. ასეთი „დედოფლის“ მფლობელები ახლა აპირებენ, თოჯინები eBay-ზე, სულ მცირე, ორმაგ ფასად გაყიდონ, - წერს ბრიტანული გამოცემა.