სტილისტმა მაღალი ქუსლებისთვის ბოტოქსი გაიკეთა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტილისტმა ები მაკჰეილმა ტერფებში ბოტოქსის ინექცია მხოლოდ იმის გამო გაიკეთა, რომ მთელი ღამე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უმტკივნეულოდ ატაროს. ქალის თქმით, ახალგაზრდობაში ხშირად დადიოდა 15-სანტიმეტრიან „შპილკებზე“, თუმცა ახლა მას დიდი ხნით ვეღარ იცვამს. მიუხედავად მტკივნეული შეგრძნებებისა, მაკჰეილს მაინც უყვარს მაღალ ქუსლებზე სიარული, რის გამოც გადაწყვიტა, ფეხებზე ბოტოქსის ინექცია გაეკეთებინა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა, რომელიც ფეხებზე მგრძნობელობის შესამცირებლად კეთდება, ების 350 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.