ფლირტის საუკეთესო ტექნიკა გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა და ნორვეგიელმა სპეციალისტებმა ყველაზე ეფექტიანი ფლირტის სხვადასხვა ტექნიკა გამოავლინეს. საამისოდ, ფსიქოლოგებმა აშშ-სა და ნორვეგიაში მცხოვრები ჰეტეროსექსუალი სტუდენტები შეისწავლეს. მათ შეავსეს კითხვარი იმის შესაფასებლად, 40 ტექნიკიდან, რომელია ყველაზე ეფექტური, როგორც ხანგრძლივი, ასევე, ხანმოკლე ურთიერთობების წამოსაწყებად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებისთვის, რომელთაც ხანმოკლე ურთიერთობა სურთ, ყველაზე „მომგებიანი“ სექსუალური იმპულსების გამოყენებაა. რაც შეეხება კაცებს, მათ ფიზიკურ კონტაქტთან ერთად, ღიმილი, საუბრისას - ინტერესის გამოჩენა, კომპლიმენტების თქმა და პოტენციური პარტნიორის გაცინება ყველაზე მეტად ამართლებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში - კეთილშობილებისა და ურთიერთობებისთვის მზაობის გამოვლენაა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც, გარკვეულწილად, უნივერსალურია და ეს იუმორია. აღმოჩნდა, რომ კარგი იუმორი ორივე სქესისთვის მიზნის მიღწევისა და ინტერესის აღძვრის საუკეთესო საშუალებაა.