საგრადა ფამილია ორ წელში დასრულდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბარსელონას სიმბოლოდ ქცეული ანტონიო გაუდის ქმნილება - საგრადა ფამილია, რომელიც 140 წელზე მეტი ხანია შენდება, 2026 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე, ტაძრის მეექვსე, ცენტრალური კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც ორ წელიწადში დაასრულებენ. ამის შემდეგ, ტაძარი დასრულებულ პროექტად ჩაითვლება. საგრადას კოშკი, რომლის მშენებლობაც დღემდე გრძელდება, იესო ქრისტეს გამოხატავს. ის 172.5 მეტრი სიმაღლის იქნება და 17-მეტრიანი ჯვრის დადგმით დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, საგრადა ფამილია მსოფლიოში უმაღლესი ტაძრის სტატუსს მოიპოვებს.

კატალონიელი არქიტექტორი გაუდი ტაძარს 1882 წლიდან, 40 წლის განმავლობაში აშენებდა. მისი გარდაცვალებისას, პროექტის მეოთხედიც კი არ იყო დასრულებული. 1984 წელს, იუნესკო-მ საგრადა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, 2010 წლიდან, პაპ ბენედიქტე XVI გადაწყვეტილებით, ტაძარში საეკლესიო მსახურებაც მიმდინარეობს.