ელექტრონულ სიგარეტს აკრძალავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელგიაში ელექტრონულ სიგარეტებსა და ერთჯერად „ვეიპებს“ აკრძალავენ. მათი ყიდვა არც ონლაინ იქნება შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება შეშფოთებულია „ვეიპინგის“ მზარდი პოპულარობით მოზარდებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევებით დადგენილია მისი მავნე შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე. აკრძალვა უკვე მომავალი წლიდან - 2025 წლის იანვრიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული კანონმდებლობით, 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ელექტროსიგარეტების მიყიდვა აკრძალულია, ის მაინც პოპულარულია მოზარდებში, როგორც ბელგიაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მარკეტოლოგები ახალგაზრდებს „ვეიპების“ მრავალფეროვანი გემოებით იზიდავენ, მათ შორის, საზამთროს, მარწყვის, კანფეტებისა და ბამბის ნაყინის გემოთი.