ნაყინის დღე ევროპაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ქვეყნებმა ნაყინის ევროპული დღე აღნიშნეს. „წლის გემოდ“, ამჯერად, ბელგიური ცივი დესერტი - Gaufre de Liège აღიარეს. ამ დღესასწულის აღნიშვნა 2009 წელს ოფიციალურად დაამტკიცა ევროპარლამენტმა. მისი მიზანი ნაყინისა და ევროპის გასტრონომიული ტრადიციების პოპულარიზაციაა. ფესტივალი იმ ნაყინს ეძღვნება, რომელსაც ხელით ამზადებენ. წლევანდელი „წლის გემოდ“ აღიარებული ბელგიური დესერტი გამოირჩევა ნეიტრალური ბაზით, ვანილისა და დარიჩინის არომატით, მორთულია გახეხილი მარილიანი კარაქითა და ხრაშუნა ვაფლებით. ევროპული ნაყინის დღის ფარგლებში, Gaufre de Liège -ის მირთმევა ყველა კაფეში იყო შესაძლებელი.