ლაგერფილდის ბინა აუქციონზე გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ელიტური ბინა პარიზის ისტორიულ ცენტრში, სადაც ცნობილი მოდელიორი კარლ ლაგერფილდი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, აუქციონზე 10 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბინა დიზაინერის ნივთებისა და ინტერიერის საგნების გარეშე იყო წარდგენილი. სახლის სასტარტო ფასი 5.3 მილიონი ევრო იყო, ბოლოს კი 10 მილიონად გაიყიდა. ბინის ახალი მფლობელი ქალია, რომლის სახელითაც აუქციონზე მისი ადვოკატი ვაჭრობდა. მემკვიდრეებიდან ვინ გაიტანა ლაგერფილდის ბინა გასაყიდად, ვაჭრობის ორგანიზატორები არ ახმაურებენ.

სახლში, რომლის ბიბლიოთეკის ფანჯრებიც ლუვრსა და სენას გადაჰყურებს, ლაგერფილდი თითქმის ათი წელი ცხოვრობდა. ბინის ფართი 260 კვადრატული მეტრია და 1694 წელს აშენებულ, ექვსსართულიან შენობაში მდებარეობს. მოდელიორმა ის მთლიანად შეცვალა და ფუტურისტულ სტილში გააფორმა. კუტურიე აცხადებდა, რომ სპეციალურად შეარჩია შავ-თეთრი ფერები, რადგან გარშემო არსებული სიჭრელისგან დასვენება სურდა. ყველაზე დიდი, 120 კვადრატული მეტრის მქონე ოთახი ბიბლიოთეკა იყო - ლაგერფილდს ძალიან უყვარდა კითხვა. მისი კოლექცია 300 ათასზე მეტ წიგნს ითვლის.