“ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 ადამიანიდან ოთხი ტერორისტია” - რუსეთის უსაფრთხოების სამსახური

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.

„საკონცერტო დარბაზში მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.ტერორისტებმა გამოიყენეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკვე ამოღებულია საგამოძიებო უწყებების თანამშრომლებიც მიერ. ტარდება ბალისტიკური, გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.


რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილის დაკავების შესახებ შეატყობინა.

„ბორტნიკოვმა ამცნო პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ოთხი ეჭვმიტანილი ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დააკავეს. მიმდინარეობს მუშაობა მათი თანამზრახველების ვინაობის დასადგენად.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.