Hyundai-მ 28 ათასზე მეტი ავტომობილი უკან გაიწვია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზეთის გაჟონვის პოტენციური რისკის გამო, რამაც შესაძლოა, ძრავის განყოფილებაში ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს, Hyundai Motor America-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში 28,439 ავტომობილი უკან გაიწვია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აშშ-ში უკან გამოწვეულ მოდელებს შორისაა 2018-2020 წლებში წარმოებული Genesis G80, 2017-2022 წლების G90 და 2019-2022 წლების G70, რომლებიც აღჭურვილია 3.3-ლიტრიანი V6-ტურბოძრავით. დამატებით კი, დამუხტვის სისტემაში არსებული პროგრამული პრობლემების გამო, Hyundai-იმ, Kia-სთან ერთად, სამხრეთ კორეაში 170,000 ელექტრომობილი გაიწვია.

Hyundai-ის გაწვევა ქვეყნის მასშტაბით 113,916 ელექტრომობილს, კონკრეტულად კი ხუთ EV-ს შეეხება, მათ შორისაა Ioniq-ის სერიისა და Genesis-ის მოდელები. Kia კი 56,016 ელექტრომობილს გაიწვევს.