"დამნაშავეებმა მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ" - პუტინის პირველი განცხადება თავდასხმაზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პუტინის პირველი განცხადება მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე - რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მომხდარიდან თითქმის 20 საათის შემდეგ, პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები მომხდარის შემდეგ, "უკრაინისკენ დაიძრნენ" - "ყველა, ვინც დგას კროკუსზე ტერაქტის უკან, დაისჯება" - ამბობს პუტინი.

„ოთხივე დამნაშავე იპოვეს და დააკავეს. მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც მანამდე საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარა მოამზადეს. ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცინიკურად დაგეგმილ ტერაქტთან, არამედ დაუცველი ადამიანების მასობრივ მკვლელობასთან. დამნაშავეები იქ მოსაკლავად იყვნენ. როგორც ადრე ნაცისტებმა გააკეთეს, ისინიც გეგმავდნენ საჩვენებელ სიკვდილით დასჯას“, - თქვა პუტინმა

მან 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა, მიუსამძიმრა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თავდასხმას "ბარბაროსული ტერორისტული აქტი" უწოდა. მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, მეხანძრეებსა და მაშველებს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გასულ ღამეს, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 115 ადამიანი, დაჭრილია140-ზე მეტი.

ФСБ-ის ხელმძღვანელის თქმით, დაკავებულია ეჭვმიტანილი 11 პირი.