„ომეგა-3“ ბავშვის ინტელექტს არ აუმჯობესებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ფეხმძიმეებს ურჩევენ, მიიღონ „ომეგა-3“- ცხიმმჟავები ნაყოფის ტვინის განვითარების გასაუმჯობესებლად, ბოლო გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ასეთი დანამატები სულაც არ აუმჯობესებენ ბავშვების კოგნიტიურ, ლოგიკურ უნარებს. გამოკვლევის შედეგები ერთ-ერთი გამოცემის სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდა, რომელიც პატარების ჯანმრთელობას მიეძღვნა. ავსტრალიელმა სწავლულებმა ხანგრძლივი დაკვირვება ჩაატარეს, რომელიც დროსაც ფეხმძიმეები ყოველდღიურად, 800 მგ პლაცბოს  ან „ომეგა-3“-ს იღებდნენ.

პირველადი კვლევებისას აღმოჩნდა, რომ 18 თვემდე ბავშვების კოგნიტიური, ენობრივი და მოტორიკის უნარების საერთოდ არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შემდეგი კვლევისთვის ოთხი წლის ასაკის პატარები აირჩიეს, როცა განვითარების ნაკლებშესამჩნევი ეფექტებიც ვლინდება. აღმოჩნდა, რომ კოგნიტიური უნარების, ინფორმაციის რთული ფსიქოლოგიური დამუშავების უნარის, ენობრივი, მეხსიერების, ლოგიკის უნარების შემოწმებისას, არსებითი განსხვავება არ გამოვლინდა პლაცებოსა და „ომეგა-3“-ის მიმღებ ჯგუფებს შორის. ამგვარად, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „ომეგა-3“-ის დანამატების მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.