ჯანმრთელობას საყურე გაგიკონტროლებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს Thermal Earring- უსადენო„ჭკვიანი“ საყურის წყვილი, რომელსაც მომხმარებლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პარამეტრების მონიტორინგი შეუძლია. ზომითა და წონით, ეს მოწყობილობაქაღალდის მცირე სამაგრს- სკრეპს ჰგავს და დამუხტვის გარეშე, 28 დღე მუშაობს. ერთი გადამცემი, მაგნიტური დამჭერით, მომხმარებლის ყურის ბიბილოზე მაგრდება, მეორე კი ქვემოთაა ჩამოკონწიალებული. ჩამონტაჟებული ანტენისა და Bluetooth-ის მოდულის წყალობით, საყურე მონაცემებს აგზავნის „სმარტფონზე“ დღის განმავლობაში, გარკვეულ პერიოდებში. მკვლევარებმა ახალი მოწყობილობა მოხალისეებზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ ის„ჭკვიან“ საათსაც კი სჯობს სხეულის ტემპერატურის გაზომვაში, საყურე აფიქსირებს სტრესისა და ოვულაციის მაჩვენებლებსაც კი. ჯერჯერობით, მოწყობილობა კომერციული გაყიდვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ავტორებს სურთ, საყურე კიდევ უფრო დახვეწონ და მასში გულის რიტმისა და აქტივობის მონიტორინგიც ჩართონ.