“რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის აშშ-ს” - ბაიდენი ტრამპზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები უარს ამბობენ პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის ნაცვლად, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პასუხი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მიმართა კითხვით – „რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას?“

„ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები უარს ამბობენ პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის ნაცვლად, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა. მან თქვა და მე მოვიყვან ციტატას: „ჩვენ ვართ დაკნინებული ერი, წარუმატებელი ერი“. რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას? პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე – რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?“- განაცხადა ბაიდენმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ რუსეთში არ უნდა დაბრუნებულიყო. მისივე თქით, ალექსეი ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„ნავალნის სიტუაცია ძალიან სამწუხაროა. ის იყო ძალიან მამაცი ბიჭი, რადგან ის დაბრუნდა. მას შეეძლო თავი დაეღწია. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისთვის ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, შორს ყოფილიყო და ელაპარაკა ქვეყნის გარედან, ვიდრე დაბრუნებულიყო იქ, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო და ასეც მოხდა. ეს საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, ის ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„ეს ჩვენს ქვეყანაშიც ხდება. ჩვენ ვიქცევით კომუნისტურ ქვეყნად მრავალი თვალსაზრისით და თუ ამას დააკვირდები, მე ვარ ლიდერი კანდიდატი. მე ბრალი წამიყენეს“, – განაცხადა ტრამპმა.