ახალი სოციალური ქსელი მოხმარებლებს იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი სოციალური ქსელი Bluesky, რომელიც Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ შეიმუშავა, უკვე ღიაა ნებისმიერი მსურველის რეგისტრაციისთვის, პერსონალური მიწვევის გარეშე. ბევრი პარამეტრით ის Twitter-ს ჰგავს, რომელიც ილონ მასკმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა და ის ახლა X-ის სახელითაა ცნობილი. „ბლუსქაი“ მომხმრებლებს ჯერჯერობით არ სთავაზობს პირდაპირ შეტყობინებებს, თუმცა მას ინდივიდუალურიპარამეტრებისთვის მეტი შესაძლებლობები აქვს. როგორც ახალი ქსელის შემქმნელები ამტკიცებენ, Bluesky ისწრაფვის, გახდეს„უკანასკნელი „ექაუნთი“ სოციალურ ქსელში, რომლის შექმნაც ოდესმე დაგჭირდებათ“. თუმცა, პრაქტიკაში, ეს ალბათ, ასე მარტივი არ იქნება.