არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და 1 კგ-ზე 30 თეთრია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა. შესაბამისად, მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ-ზე 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრს მიიღებენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა. შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

აღსანიშნავია, რომ წელს საპროგნოზო მონაცემებით, 55 000-ს ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. აჭარის მთავრობის განცხადებით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, უწყების განმარტებითვე, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მას შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.