რუსეთის მთავრობამ შეაჩერა ნავთობისა და გაზის მოპოვების სტატისტიკის გასაჯაროება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის მთავრობამ განკარგულება გასცა, შეჩერდეს ნავთობის, გაზისა და კონდენსატის მოპოვების სტატისტიკის გამოქვეყნება. ამის შესახებ ლაპარაკია დოკუმენტში, რომელიც იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

სტატისტიკის პუბლიკაცია 2024 წლის აპრილამდე იქნება შეწყვეტილი. ყოველთვიური მონაცემების გასაჯაროება უკვე მარტიდანაა აკრძალული, კვარტალური მონაცემებისა - 2023 წლის პირველი კვარტლიდან.

მთავრობის განკარგულება 26 აპრილითაა დათარიღებული. როგორც Forbes-ი შენიშნავს, ამ დღეს „როსსტატმა“ გამოაქვეყნა 2023 წლის პირველი კვარტლის სამრეწველო ნაწარმის შესახებ ანგარიში, მაგრამ მასში არ იყო რუსეთში ნავთობის მოპოვების შესახებ მონაცემები გაზის კონდენსატის გათვალისწინებით და მის გარეშე. უწყებას მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია ამ მონაცემებზე.

მიმდინარე წელს, თებერვალში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, შეაჩეროს ნებისმიერი ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნება.