საქართველოს აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - პაველ ჰერჩინსკი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს. დიპლომატი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზრდება. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ფაქტორია კერძო ინვესტორებისთვის.

„2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი მოჰყვა. ქართული კომპანიებისთვის ევროპული ბაზარი გაიხსნა. მესმის, რომ ეს ადვილი არ არის, რადგან არის გარკვეული გეოგრაფიული მანძილი, ბიუროკრატიული პრობლემები, მაგრამ არის სტაბილური პროგრესი და ვიცი, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებ, რომ ყველა იმ პროექტთან ერთად, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირის გაზრდას ვცდილობთ. ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსი ყველა კერძო ინვესტორს მყარ საფუძველს უქმნის და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ გაიზრდება“, - აცხადებს ჰერჩინსკი.