პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.

პლენარულ სხდომას ესწრებიან მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ტრადიციას წარმოადგენს. სხდომაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტი წელიწადში ორჯერ, - საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.