2023 წლის ყველაზე მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოსა და მსოფლიოში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ 2023 წელს აჯამებს და წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს შეგახსენებთ...

წლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. ევროპულმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება 14 დეკემბერს გამოაცხადა. მანამდე კი, ამ ჩვენთვის სასიხარულო ამბის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა:

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი“...

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი საუკუნის, ან თუნდაც საქართველოს მთელი ისტორიის მთავარ თემადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ჩვენმა სახელმწიფომ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად. წინ ევროკავშირის წევრობაა და იმედია, ამ სანატრელ მიზანს ქართველი ხალხი უმოკლეს დროში მიაღწევს...

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად აღნიშნა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქუჩებსა და შენობებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საერთო სახალხო ზეიმი გაიმართა.

ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

2022 წლის ზაფხულში, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა.

საქართველოს შესახებ შარლ მიშელი წერდა:

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებავულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობებში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ საქართველოს მოეგვარებინა 12 პრიორიტეტული საკითხი.

2023 წლის ნოემბერში, ევროკომისიამ საქართველოს ახალი დათქმები გამოუცხადა, რომელთა სრული ჩამონათვალი და თანმიმდევრობა ასეთია:

  1. ევროკავშირისადა მისი ღირებულებების შესახებდეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და (უცხოურ) ჩარევასთან ბრძოლა;
  2. ევროკავშირის საერთოსაგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთანსაქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  3. პოლიტიკურიპოლარიზაციისწინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანისაარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, 2024 წელს და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  6. ყოვლისმომცველი და ეფექტურისასამართლორეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  8. დეოლიგარქიზაციისშესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  9. ადამიანის უფლებების დაცვისსტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით.მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

 

***

რაც შეეხება წლის სხვა მნიშვნელოვან თემებს...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეპრემიერმა სიტყვით გამოსვლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით დაიწყო. პრემიერის მიერ 2023 წლის შეჯამება „ვერსიამ“ წინა ნომერში გამოაქვეყნა.

 

***

2023 წლის შეჯამების დროს, აღსანიშნავია მიმდინარე წლის მარტის საპროტესტო აქციები, რომლის მიზეზიც გახდა პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მხარდაჭერა. მარტში, რუსთაველის გამზირზე უამრავი ხალხი შეიკრიბა, მათ შორის, დიდი წილი იყო ახალგაზრდობა, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონი დაგმო და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. ეს იყო საკითხი, სადაც ქართველთა ერთსულოვნება შეიმჩნეოდა ყველგან - ქუჩაში თუ სოციალურ ქსელებში...

9 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი უკან გაიწვია.

მარტის აქციების დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზა დაცული უნდა იყოს.

რადგანაც პრეზიდენტი ვახსენეთ, აქვე, წლის კიდევ ერთ მთავარ თემას შეგახსენებთ - 2023 წლის პირველ სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია ერთთვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

 

იმპიჩმენტის საქმემ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას...

 

***

2023 წელს, საქართველოს ყველაზე მრავალამომრჩევლიან ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა და ახალი პოლიტსაბჭო იქნა არჩეული. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა გააპროტესტა. ეს ხანგრძლივი პარტიული დაპირისპირების პროცესი ენმ-ის კიდევ ერთ დაშლამდე მივიდა - ცოტა ხნის წინ, საკუთარ მხარდაჭერებთან ერთად, მელიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა და ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.

 

***

2023 წელს, რუსეთ-უკრაინის ომი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო - ომის დაწყებიდან უკრაინა დატოვა 6.3 მილიონ ადამიანზე მეტმა, აქედან 5.9 მილიონმა დევნილმა - ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი.

ბრიუსელმა ოპერატიულად გამოაცხადა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ომს გაქცეულმა უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს თითქმის იგივე უფლებები, რაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა: დასაქმების, განათლების, უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე სახელმწიფო სოციალური დახმარება, რაც ყოველთვიურ გადასახადებსა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოიცავს.

უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დაცვის სტატუსი ევროკავშირში ძალაშია 2024  წლის გაზაფხულამდე, თუმცა ვინაიდან ომი გრძელდება, მოსალოდნელია, რომ ეს პროგრამა გაისადაც შენარჩუნდება.

უკრაინა აფრთხილებს მოკავშირეებს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ერმაკის თქმით, არსებობს „უზარმაზარი რისკი“ იმისა, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში...

 

***

2023 წლის მთავარ თემად, მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში, პალესტინა-ისრაელის ომიც უნდა ვახსენოთ.

7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მოულოდნელი რეიდი ისრაელზე და ღაზას სექტორის საპასუხო დაბომბვა მორიგი და ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდია 75-წლიან კონფლიქტში, რომელშიც გარეშე ძალებიც არიან ჩათრეულნი. ახალი ომი მთელ შუა აღმოსავლეთში იწვევს ვითარების დესტაბილიზაციას - წერდა „რადიო თავისუფლება“.

ბოლო ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ახლა ისრაელს მსოფლიოს უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ ეს მხარდაჭერა იკარგება იმის ფონზე, როცა ისრაელი განურჩევლად ბომბავს ღაზას სექტორს. მისი თქმით, ნეთანიაჰუმ პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

თავის მხრივ, ნეთანიაჰუც აშშ-ის პრეზიდენტთან გარკვეული უთანხმოების შესახებ საუბრობს. ის წინააღმდეგია, „ჰამასის“ განადგურების შემდეგ, ღაზას სექტორში ძალაუფლება გადაიბაროს პალესტინის ავტონომიამ, რომელიც 1990-იან წლებში დადებული ოსლოს შეთანხმების შედეგად, აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს და 2007 წლამდე აკონტროლებდა ღაზას სექტროსაც.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის იყვნენ ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ნოემბრის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავის შესახებ განაცხადეს, რა დროსაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 84 ისრაელელი და სხვა ქვეყნების 24 მოქალაქე გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ისრაელმა „ღაზაში“ ჰუმანიტარული ტვირთი შეუშვა, ხოლო ციხიდან 240 პალესტინელი გაათავისუფლა. შეთანხმებამ მხოლოდ 7 დღეს გასტანა, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები სრულად განახლდა.

 

***

წელსაც, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები... „ვერსიასთან“ საუბრისას, პოლიტიკოსი პაატა დავითაია აღნიშნავდა, რომ „ანექსიისკენ მიჰყავს რუსეთს ჩვენი ტერიტორიები!“

მიმდინარე წელს, ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ქართველი თამაზ გინტური მოკლეს... გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოკუპირებულ გალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიაც...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და არამატერიალური ზიანის სახით, გიგა ოთხოზორიას ოჯახს 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.

 

***

2024 წელი საქართველოში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები განახლებული წესების მიხედვით - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა სულ მცირე 70% ელექტრონული ხმის აპარატის გამოყენებით მისცემს ხმას, დანარჩენ საარჩევნო უბანზე კი, ბიულეტენები გაციფრულდება.

მოქმედი წესით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულია, პარლამენტში კი ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ეს წესი საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლშია გაწერილი.

ავტორი: თათია გოჩაძე