"მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნგრეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გაიმართა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო უნგრეთის მთავრობის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს და ძლიერ მხარდამჭერს − ბატონ ვიქტორ ორბანს. მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე − ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ბატონო ვიქტორ, პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ტრადიციული და მარადიული ღირებულებათა ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში და, ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და მრწამსის, რელიგიისადმი ერთგულებას; ოჯახის სიწმინდის, ტრადიციების პატივისცემას და არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი, აი, ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში“, - განაცხადა პრემიერმა.