მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არმიის ქურდი და მთელი მსოფლიოს მოხუცთა მძარცველი კეზერაშვილი აფინანსებს - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს. თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, „ქართული ოცნება“ ვერასოდეს დამარცხდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ქართული არმიის ქურდი და შემდგომ უკვე მთელი მსოფლიოს მოხუცთა მტარვალი და მძარცველი კეზერაშვილი კეთილშობილი მიზნებისთვის არ და ვერ იბრძვის“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.