"12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი, თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, შესაძლოა, 13 ოქტომბერსაც დავამატოთ ფრენა" - ლაშა ჟვანია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინფორმაციას, თითქოს ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილს უწოდებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია.

ჟვანია ყველას მოუწოდებს, დაუზუსტებელი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავონ. მისივე ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები ისრაელიდან დღეს და ხვალ შესრულდება. ელჩი არ გამორიცხავს, რომ ფრენა 13 ოქტომბერსაც იყოს.

საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ისრაელში ამჟამინდელ ვითარებაზეც საუბრობს.

"ისრაელმა, ფაქტობრივად, კონტროლი დაამყარა ყველა ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმა, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა კარგად იგერიებდა. 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი, თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, შესაძლოა, 13 ოქტომბერსაც დავამატოთ ფრენა,"- აცხადებს ლაშა ჟვანია.