ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, თანამოაზრეებთან - პეტრე ცისკარიშვილთან, დავით კირკიტაძესთან და გიორგი ბოტკოველთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, ისინი დავით კეზერაშვილს შეხვდებიან, სადაც ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.

„სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბოსი“ და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

„ეს ადამიანი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული. ამასთან, იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. ასეთია დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.